თბილისი:
მანჩესტერი:
22-04-2023, 14:15
ავტორი: kikala,
ნანახია: 546,
კომენტარები: 3
ერიკ ტენ ჰაგის პრესკონფერენცია "ბრაიტონთან" მატჩამდე
მთავარი მწვრთნელი ნახევარფინალური მატჩის შესახებ საუბრობს.
ერიკ ტენ ჰაგის პრესკონფერენცია
ხვალ თბილისის დროით 19:30 სთ-ზე "უემბლიზე" ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალური მატჩი გაიმართება, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბრაიტონს"დაუპირისპირდება ფინალის საგზურისთვის. მატჩამდე "წითელი ეშმაკების" თავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბევრი საინტერესო საკითხი მიმოიხილა.

დიდი დამარცხებების შესახებ

ჩვენ უნდა გავაანალიზოთ შეცდომები. მე უნდა მივაღწიო იმას, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა უკეთ გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები მსგავს დიდ მატჩებში და უკეთ მოემზადნონ დიდი მატჩებისთვის. ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ, მსგავს სიტუაციებში სრულყოფილები უნდა გავხდეთ. ჩემი ვალდებულებაა ეს მათ ჩავაგონო.

რეაქცია მარცხზე

ვიცი, რომ ამ სეზონში გვქონდა გამანადგურებელი ანგარიშით დასრულებული რამოდენიმე მატჩი. ცუდად ვთამაშობდით, მაგრამ ვბრუნდებოდით მათ შემდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ ამას კვლავ მოვახერხებთ, რადგან გვაქვს ამის გამოცდილება.

რა გვასწავლა ევროპა ლიგიდან გამოვარდნამ?

ამჟამად მე არ ვფიქრობ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, არამედ ვფიქრობ ამ გუნდის გაუმჯობესებაზე, ჩვენი ფეხბურთელების უკეთ ათამაშებაზე. ეს ჩემი სამსახურია, სამწვრთნელო შტაბის მოვალეობა და ფეხბურთელების მიზანი. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების, რადგან მათ შეუძლიათ უკეთ ასპარეზობა, რაც გუნდმა უკვე ბევრჯერ დაამტკიცა ამ სეზონში.

მენტალიტეტზე

დიახ, არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემა ამ საკითხში, მაგრამ უნდა გავიაზროთ ის, რომ წინსვლა აუცილებელია, გუნდი უნდა პროგრესირებდეს და ამ მარცხს შესაბამისი პასუხი გასცეს.

ჰარი მაგვაიერზე

ის ჩვენი კაპიტანია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს გუნდში. მას მიჰყავს გუნდი, კომუნიკაციას ამყარებს მწვრთნელთან, მოტივაციას აძლევს ფეხბურთელებს და ვარჯიშებზეც სამაგალითოა.

ფეხბურთელების ასპარეზობაზე გამოკიდებულია მათი მომავალი

ვფიქრობ, ყველა პროფესიონალი ფეხბურთელი თამაშობს თავისი მომავლისთვის, ყოველი მატჩი გამოცდაა, ყოველი სეზონი გამოწვევაა. მათ უნდა დაიმსახურონ ამ მაისურის ტარება. ეს მეც მეხება, ყველანი ერთ ნავში ვართ. ჩვენ დიდი პროგრესი განვიცადეთ ამ თვეების განმავლობაში, ძალიან კარგია, რომ გვაქვს შესაძლებლობა გამოვავლინოთ ჩვენი უნარები ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალში. წინ კიდევ ბევრი მატჩია და გუნდმა უნდა დაამტკიცოს, რომ წარმატებით ასპარეზობა შეუძლია.

მოლოდინზე

ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელი იაზრებს, რომ იყო ამ გუნდის ნაწილი და გეცვას ეს ფორმა - პრივილეგიაა, მაგრამ თუ რომელიმე მათგანი ამას ვერ ხვდება, სანერვიულოდ აქვთ საქმე. ყოველი მატჩი შესაძლებლობაა მათთვის იბრძოლონ და დაამტკიცონ, რომ ამ მაისურის ტარების ღირსნი არიან",- განაცხადა დასასრულს ნიდერლანდელმა
პრესკონფერენცია
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
22 აპრილი 2023 21:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11435
Ამ ზაფხულს მიხედავს ერიკი გუნდს დარწმუნებული ვარ .. ბევრს მოუწევს წასვლა
1
№2
ავტორი: kOsTiA
23 აპრილი 2023 19:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
ნახე, შეიძლება გამეგო რომ ეთქვა ის შრომისმოყვარე ფეხბურთელიაო, მარა რაც თქვა მაგუაერზე სამგალითაოა და მოტივაციას აძლევს გინდსო, აი ისემც მისი ტენჰაგი დედას ცენზურა. თავს ვიკავებ ლივერპულის მერრ არ დავწერო რამე ცუდი , მარა ამათი ილუზია დედებს ცენზურა. ესენი ვინ არიან. რაის მაგუაერი ათამაშა ფილ ჯონსი თვალებ ახვეული აჯობებს. მე მაგის მომყვანის სუყველაფერი მოვ***.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
30 აპრილი 2023 10:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცვლილებებში აურია ცოტა ამ ბოლო დროს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top