"მანჩესტერ იუნაიტედი" გუშინდელ შეხვედრაში 3-0 დამარცხდა "სევილიასთან", რის შედეგადაც გამოეთიშა ევროპა ლიგას. "ანდალუსიელების" გატანილი გოლები ჰარი მაგუაიერის და დე ხეას დაშვებულ შეცდომებს მოჰყვა.
"სევილიას" მერვე წუთზე გატანილი პირველი გოლი მაგუაიერის გაუაზრებელი თამაშის შედეგია, რითიც ენ-ნესირმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. დე ხეამ ვერ მოახერხა ლოიკ ბადეს თავური დარტყმის მოგერიება. მატჩის მიწურულს დავიდმა კიდევ ერთი "საჩუქარი" გაუკეთა მოწინააღმდეგე გუნდს, რომელიც ენ-ნესირმა კვლავ გოლად აქცია.
ესპანელ მეკარეს მოუწევს ძალების აღდგენა ინგლისის თასის ნახევარფინალური მატჩის წინ, რომელიც "ბრაიტონის" წინააღმდეგ გაიმართება. მაგუაიერი კი გამოტოვებს აღნიშნულ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო.
ერიკსენი თვლის, რომ გუნდი დაშვებულ შეცდომებზე ისწავლის და კვირას გასამართი მატჩისთვის შესაბამის ფეხბურთს აჩვენებს.
"ნებისმიერმა ფეხბურთელმა შეიძლება დაუშვას შეცდომები, რადგან ეს ბუნებრივია. უიღბლო დღეები ყველა მოთამაშეს შეიძლება ჰქონდეს. არ ვიყავით გუშინდელ შეხვედრაში საკმარისად კარგები, იმისთვის, რომ სასურველი შედეგი დაგვედო.
ჩვენ ვიცით, რომ "ბრაიტონი" იქნება განსხვავებული მოწინააღმდეგე, რომელსაც თავისი თამაშის სტილი გააჩნია. კონცენტრირებულნი ვართ კვირას გასამართ მატჩზე.",-აცხადებს ერიკსენი
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.