დავიდ დე ხეა მსოფლიოში რომ უდავოდ ერთ ერთი ძლიერი მეკარეა ეს უცილობელია, თუმცა არის კომპონენტი რომელიც მასში "მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერს ერიკ ტენ ჰაგს არ აკმაყოფილებს.
ჰოლანდიელი არ არის კმაყოფილი ესპანელი კიპერის ფეხით თამაშით, რომელმაც გუშინ ევროპის ლიგის მეოთხედფინალში ჰარი მაგუაიერთან დაკავშირებულ მომენტში შეცდომა დაუშვა.
ცალსახაა მაგუაიერის შეცდომა აღნიშნულ მომენტში თუმცა გადაცემა რომელიც დავიდმა შეასრულა ტენ ჰაგის უკმაყოფილებას იწვევს. სპეციალისტი ასევე მის სუსტ ფეხზე აკეთებს აქცენტს გადაცემების შესრულების დროს.
დე ხეას კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. თუ ხელმძღვანელობა მოახერხებს ახალი შესაბამისი კარის დარაჯის მოყვანას შესაბამის სატრანსფერო ფასად მისი მომავალი "ოლდ ტრაფორდზე" კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
ჟურნალისტ ჯეიმს დაკერის თქმით, ტენ ჰაგმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მას სურს გუნდში ახალი მეკარის ხილვა. პოტენციური კანდიდატების ვინაობა ჯერ არ სახელდება.
ჭორები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.