თბილისი:
მანჩესტერი:
21-04-2023, 12:08
ავტორი: kikala,
ნანახია: 717,
კომენტარები: 5
ბრუნოს პასუხი ლეგენდების კრიტიკაზე
პორტუგალიელის საპასუხო განცხადება.
ბრუნოს პასუხი ლეგენდების კრიტიკაზე
"იუნაიტედის" ლეგენდებმა გარი ნევილმა და როი კინმა ბევრჯერ გააკრიტიკეს " იუნაიტედის" პორტუგალიელი ვარსკვლავი ბრუნო ფერნანდეში იმის გამო, თუ როგორ იქცევა ის მოედანზე.

ნევილმა "სამარცხვინო" უწოდა მის მოქმედებებს "ლივერპულთან" მატჩის დროს, რომელიც "წითელი ეშმაკებისთვის" გამანადგურებელი ანგარიშით 7-0 დასრულდა.

ბრუნომ პასუხი გასცა მათ კრიტიკას, აღიარა რომ მისი საქციელი ხანდახან სცდება ზღვარს, მაგრამ უარყო ბრალდება, რომ იგი პატივს არ სცემს თავის თანაგუნდელებს.

ნახევარმცველის სიტყვებით, მისი საქციელი თანაგუნდელების მიმართ უნდა აღიქვან როგორც ქმედება მათ გასამხნევებლად.

"მგონი შესამჩნევია რომ ხანდახან ჩემი ქმედებები სცილდება დაშვებულ ზღვარს, მაგრამ როგორც ვამბობ, ასეთი რამ ხდება თამაშის დროს და ხანდახან ძალიან მიჭირს ემოციების კონტროლი.

მე არ ვცდილობ ჩვენი ფეხბურთელების დაკნინებას, ყველას გვსურს გავიმარჯვოთ. მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ როგორც აღვიქვამ თამაშს, მუხტი რომელსაც განვიცდი, მეხმარება ვიყო უკეთესი ფეხბურთელი და მეტი მივცე კლუბს. ამიტომ ვთამაშობ ზუსტად ასე და ასეთი ვარ შვიდი წლის ასაკის შემდეგ.

მძულს წაგება, მსურს გავიმარჯვო ყველა თამაშში, რომელშიც ვიღებ მონაწილეობას. ყოველთვის მთელ სულსა და გულს ვდებ თამაშში და სხვებსაც მოვუწოდებ იგივე ქნან.

ამიტომაც, როდესაც რომელიმე ჩემს თანაგუნდელს რაღაცას მოვუწოდებ მოედანზე, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ მე მჯერა მათი შესაძლებლობების, იმის, რომ მათ უკეთ შეუძლიათ თამაში",
- აცხადებს დასასრულს ფერნანდეში.
სიახლეები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Kate
21 აპრილი 2023 12:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
გუშინ ძალიან გვაკლდა
0
№2
ავტორი: manubro
21 აპრილი 2023 12:23
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
გამოჩნდა ბრუნოს უმაქნისობა გუშინდელ თამაშში.. განსხვავება თავად ნახეთ, სამწუხაროდ ბრუნოზე დამოკიდებულია დღეს ეს გუნდი, არანაირი ფანტაზია ამ კაცის გარეშე.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№3
ავტორი: ikeoni
21 აპრილი 2023 14:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
ბრუნოზე ვინც იტყვის რო გასაშვებია გუნდიდანო ფეხბურთის ყურება უნდა აუკძალო სულ მცირე
0
№4
ავტორი: Kate
21 აპრილი 2023 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
დღეს დილიდან კლუბმა განცხადება გაავრცელა როგორც ჩანს-ყველა წყარო ერთი და იგივეს წერს, დე გეას კონტრაქტს უკეთესი პირობებით არ შესთავაზებენ, და რომ თენ ჰაგს ფეხით კარგად მოთამაშე მეკარე უნდა.- მიდის დავიდ რაიას და კოშტას მონიტორინგი. მაგრამ კლუბის ფინანსურ სიტუაციაზეა დამოკიდებულიო-მოკლედ როგორც მეგონა, დე ხეას იმიტომ უგრძელებენ, და ტენ ჰაგიც იმიტომ აქებდა რომ იცის რომ სავარაუდოდ მეკარის ფული აე ექნებათ
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
30 აპრილი 2023 11:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
გული და სულია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top