ბერბატოვი ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სამიზნე ჰარი კეინი არ უნდა იყოს. იგი უპირატესობას "ნაპოლის" ფორვარდს ანიჭებს.
"ტოტენჰემის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი "წითლებისთვის" მთავარ სამიზნეს წარმოადგენს. კეინმა ამ სეზონში 23 გოლის გატანა შეძლო, ჯამში კი პრემიერლიგაში 200 გოლზე მეტი დააგროვა, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია.
ინგლისის კაპიტანს მალე 30 წელი შეუსრულდება, თუმცა კარიერის განმავლობაში ტიტული ჯერ კიდევ არ მოუგია. ვიქტორ ოსიმენი კი კეინის ალტერნატივად მოიაზრება, თუ ვერ შედგა ჰარის ტრანსფერი, ამ შემთხვევაში "მანჩესტერი" მთელი ძალებით ოსიმენზე გადაერთვება.
ნიგერიელი ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირია, "ნაპოლი" კი ახლოსაა ნანატრ სკუდეტოს მოგებასთან, რაშიც ვიქტორის წვლილი უდიდესია. აღსანიშნავია ისიც, რომ ოსიმენი ჯერ მხოლოდ 24 წლისაა, აღნიშნულიდან გამომდინარე ბერბატოვის აზრით მას კიდევ შეუძლია უკეთესი გახდეს და გააგრძელოს პროგრესი, ამიტომაც კეინზე დიდ უპირატესობას ოსიმენს ანიჭებს.
"კეინი თავისი თაობის ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელია. მას შესანიშნავად გამოსდის გოლების გატანა, რაზედაც მისი დამყარებული რეკორდიც მეტყველებს.
დროის გასვლის შემეეგ კეინი რეგრესს დაიწყებს, ვიქტორის ტრანფერის შემთხვევაში კი "მანჩესტერს" ფორვარდის პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში მოეხსნება. ფეხბურთელი, რომლის ხილვაც "იუნაიტედში" მსურს ვიქტორ ოსიმენია.",-აცხადებს ბერბატოვი