თბილისი:
მანჩესტერი:
20-04-2023, 19:11
ავტორი: kikala,
ნანახია: 634,
კომენტარები: 2
"იუნაიტედს" გარნაჩოს ნაკრებში გაშვება არ სურს
ერიკ ტენ ჰაგის გეგმები.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევრამცველი ალეხანდრო გარნაჩო არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრების განაცხადში მოხვდა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 2023 წელს. მსოფლიოს ჩემპიონატი სტარტს 20 მაისს აიღებს.

მაგრამ, როგორც TyC Sports-ის ჟურნალისტი გასტონ ედუ იტყობინება, "იუნაიტედს" არ სურს გაუშვას თავისი ნახევრამცველი ნაკრებში, რადგან საკლუბო სეზონი იმ დროისთვის ჯერ კიდევ არ იქნება დასრულებული.

"იუნაიტედის" წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას ამ საკითხთან დაკავშირებით. არგენტინის ნაკრების 20-წლამდელთა გუნდის მწვრთნელ ხავიერ მასკერანოს ძალიან უნდა გრანაჩოს თავის გუნდში ხილვა და იგი ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს ამისათვის.

ამჟამად ალეხანდრო აღდგენით პროცედურებს გადის ტრავმის შემდეგ, სავარაუდოა რომ იგი გუნდს მაისის დასაწყისში შეუერთდება.
სტატიები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
21 აპრილი 2023 00:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
Რა გვიქნეს ბიჭო დამაწყდა ნერვები
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
30 აპრილი 2023 11:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
გარნაჩომ დიდი ფეზბურთი უნდა ითამაშოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top