თბილისი:
მანჩესტერი:
20-04-2023, 19:10
ავტორი: kikala,
ნანახია: 424,
კომენტარები: 3
კრისტიან ერიკსენი მატჩის წინ
დანიელის პოზიტიური გზავნილი გუნდს.
კრისტიან ერიკსენი მატჩის წინ
დღეს თბილისის დროით 23:00 სთ-ზე ევროპა ლიგის ეგიდით გასამართი შეხვედრა აიღებს სტარტს. "ანდალუსიაში" ერთმანეთს ერიკ ტენ ჰაგის "მანჩესტერ იუნაიტედი" და "სევილია" დაუპირისპირდებიან.

შეხვედრის წინ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში "წითელი ეშმაკების" დანიელმა წევრმა კრისტიან ერიკსენმა ღიად ისაუბრა რამოდენიმე საკითხზე რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

მარსელ ზაბიცერზე

"მარსელმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულა ჩემს არ ყოფნაში. ყველამ მშვენივრად გამოავლინა თავისი შესაძლებლობები. კარგები იყვნენ ასევე ფრედიც და სკოტიც. მე მათთან ერთად მითამაშია, მაგრამ მარსელთან ერთად მხოლოდ რამოდენიმე საერთო ვარჯიში ჩავატარე, რადგან ის მაშინ გამოჩნდა გუნდში როცა მე უკვე ტრავმირებული ვიყავი. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია.

"სევილიასთან" მატჩზე

პირველ მატჩში ჩვენ მათ საშუალება მივეცით დაბრუნებულიყვნენ თამაშში, მიუხედავად იმისა რომ მშვენივრად ვაკონტროლებდით თამაშშს ტაიმ ნახევარი. ამ სეზონში მათი მწვრთნელები სრაფად იცვლებიან, მაგრამ ამჟამად ისინი იწყებენ თავიანი თამაშების მოგებას. მათ კარგი გუნდი ყავთ, რომელიც კარგ ფიზიკურ ფორმაშია, ასევე მათ ჰყავთ რამოდენიმე ინდივიდუალურად საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელი.

ტიტულებისთვის ბრძოლაზე

ერთი წლის წინ მე მხოლოდ ოცნება შემეძლო რომ აქ მოვხვედრილიყავი. მაშინ მე მინდოდა დავბრუნებოდი ფეხბურთს და ნაბიჯ-ნაბიჯ წამეწია წინ. მე გამიმართლა რომ ბოსს ჩემი თავის გუნდში ხილვა მოუნდა. სიამოვნებას ვიღებ ფეხბურთის თამაშით. ჩვენ უკვე მოვიგეთ ერთი ტიტული და დავიტოვეთ საკმაოდ კარგი შანსი გავიმარჯვოთ კიდევ ორ ტურნირში, ეს შესანიშვნავი იქნებოდა.

ბრუნოსთან და კაზემიროსთან ურთიერთგაგებაზე

მე არ ვიცოდი თუ ჩვენ ამდენი წაუგებელი მატჩი გვქონდა (17) ერთად თამაშისას. ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ეს სერია ბრუნოს გარეშეც. ვფიქრობ ნახევარდაცვის ეს ხაზი -ერთ ერთი საუკეთესოა სადაც კი მითამაშია. ორივე ჩემი თანაგუნდელი შესანიშნავი ფეხბურთელია და მე მიადვილდება მათთან უერთიერთქმედება. ჩვენ დაგვაკლდება ბრუნო, მაგრამ რომელიმე ჩვენგანი ჩაანაცვლებს მას ისევე როგორც ხდებოდა მაშინ როცა მე ვიყავი ტრავმირებული",- აცხადებს დასასრულს დანიელი ფეხბურთელი.
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: Gio56
20 აპრილი 2023 23:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
მაგრად ითამაშეს ამან და მაგუაიერმა მაგრა
0
№2
ავტორი: ikeoni
21 აპრილი 2023 00:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Ბრუნოზე რო ვინმე იტყვის ამის მერე გასაშვებიაო ყველაზე ცოტა ფეხბურთი აღარ უნდა აყურებინო
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
30 აპრილი 2023 11:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კრისტიანი :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top