მას შემდეგ, რაც არგენტინელმა ფეხბურთელმა "საუთჰემპტონთან" მატჩში ტერფის ტრავმა მიიღო ვარჯიშს არ დაბრუნებია. აღსანიშნავია, რომ გარნაჩომ "ფულემთან" მატჩში გადამწვეტი გოლის გატანა შეძლო. "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში კი მნიშვნელოვანი ასისტი მიითვალა, რომელიც მარკუს რეშფორდმა გოლით დააგვირგვინა. მის ანგარიშზე ოთხი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემაა.
კემპესი თვალს ადევნებს 18 წლის ფეხბურთელის პროგრესს და როგორც სჩანს მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მარიო ახალგაზრდა ტალანტს კილიან მბაპეს ადარებს.
D Sports Radio-სთან საუბრისას კემპესმა გამოხატა თავისი გაკვირვება იმის გამო, თუ რატომ არ წაიყვანა არგენტინის მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ალეხანდრო ყატარში გამართულ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. მადრიდში დაბადებული გარნაჩო ორჯერ გამოიძახეს არგენტინის ნაკრებში, თუმცა მისი დებიუტი ჯერაც არ შემდგარა.
სიახლეები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.