პირველი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" ფრედ 2-2 დასრულდა. მატჩი "იუნაიტედის" კარნახით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო ათ წუთში ყველაფერი შეიცვალა და "სევილიამ" ორი გოლის გატანა მოახერხა.
ბრუნო ფერნანდესმა ყველა ტურნირზე ჯამში 49 მატჩში მიიღო მონაწილეობა, იგი გუნდის საკვანძო ფეხბურთელია, შესაბამისად დიდ დანაკლისს წარმოადგენს "წითლებისთვის" მისი დისკვალიფიკაცია.
ლისანდრო მარტინესისთვის სეზონი დასრულებულია, "სევილიასთან" მატჩში მიღებული ტრავმა იმაზე უფრო სერიოზული აღმოჩნდა ვიდრე ჩანდა, შესაბამისად არგენტინელი მცველი ვერ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ მატჩში. რაფა ვარანიც რამდენიმე კვირა ვერ შეძლებს გუნდის დახმარებას.
გასულ კვირას ტრავმირებულ ფეხბურთელბთა სიას მარსელ ზაბიცერი და მალასია შეურთდნენ. მალასიამ მუხლის ტკივილის გამო ისედაც გამოტოვა "ფორესტთან" მატჩი. ზაბიცერმა კი თამაშის დაწყებამდე გახურების დროს დისკომფორტი იგრძნო, შესაბამისად მისი ადგილი სასტარტო შემადგენლობაში კრისტიან ერიკსენმა დაიკავა.
დანიელმა ორ თვიანი პაუზის შემდეგ პირველად შეძლო სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა და ჩვეულებისამებრ უდიდესი სამუშაო გასწია გუნდისთვის.
რეშფორდზე, შოუზე და მაკტომინეიზე ახალი ინფორმაციები ჯერ არ არის გავრცელებული, სავარაუდოდ "სევილიასთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ჰაგი ისაუბრებს ფეხბურთელების მდგომარეობაზე და დაასახელებთ მათი დაბრუნების სავარაუდო თარიღებს.
გარნაჩომ "საუტჰემპტონთან" მატჩში მიიღო დაზიანება. ბოლო დროს გავრცელებული ცნობების მიხედვით მისი რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, დიდი ალბათობით ახალგაზრდა ფეხბურთელი მალე შეძლებს განაცხადში დაბრუნებას.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.