20 წლის ფეხბურთელი "სანდერლენდში" შთამბეჭდავ სეზონს ატარებს, 33 მატჩში მის ანგარიშზე 12 გოლია. Manchester Evening News იუწყება, რომ ახალგაზრდა ვინგერი ჰაგის გეგმებში შედის.
ცოტა ხნის წინ, "სანდერლენდის" მთავარმა მწვრთნელმა შეაქო ახალგაზრდა ფეხბურთელი, მისი აზრით დიალოს შეუძლია გახდეს მაღალი დონის მოთამაშე, ამისთვის კი ამადს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა დასჭირდება. თუ მშობლიურ კლუბში ვერ მიიღებს სათამაშო წუთებს, უნდა განიხილოს "მანჩესტერის" დატოვება.
მან განუცხადა ჟურნალისტებს: "ამადის მიმართ კარგი განცდა მაქვს, თუ ის არ დაბრუნდება "იუნაიტედში" აუცილებლად შეძლებს ესპანეთის ტოპ გუნდში გადასვლას დიდი თანხის სანაცვლოდ. დიალოს უყვარს ფეხბურთი და მისი მიზანია რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს მოედანზე. "მანჩესტერ იუნაიტედი"? რათქმაუნდა უდიდესი გუნდია, თუმცა ვერ იქნება ბედნიერი იმ შემთხვევაში, როდესაც 60 მატჩიდან მონაწილეობის მიღებას შეძლებ მხოლოდ 6-ში.",-თქვა დასასრულს მობრეიმ
Manchester Evening News აგრეთვე გვატყობინებს, რომ დიალო გუნდს პრესეზონზე შეურთდება და მიიღებს სათამაშო დროს ამხანაგურ მატჩებში, რათა მარტივად მოახდინოს გუნდთან ადაპტირება.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.