თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2023, 15:12
ავტორი: Saka,
ნანახია: 794,
კომენტარები: 6
ტენ ჰაგი მატჩის შემდეგ
ერიკმა "ნოტინგემთან" გამართული მატჩი შეაფასა.
ტენ ჰაგი მატჩის შემდეგ
"მანჩესტერმა" 2-0 დაამარცხა "ნოტინგემი", გოლები ანტონიმ და დიეგო დალომ მიითვალეს. მატჩის შემდეგ ერიკ ტენ ჰაგმა პრესკონფერენცია გამართა და გუნდის თამაში შეაფასა.

"ჩვენ თამაშს ვუახლოვდებით". ყველა მატჩის მოგება გვსურს, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ. ეს უნდა იყოს ჩვენი მიდგომა ყოველთვის. ვიცი, რომ ამის გაკეთება სულ შეუძლებელია, რადგან როდესაც შენ ატარებ ბევრ მატჩს ბუნებრივია, რომ ზოგჯერ ვერ მოიგებ.

"სევილიასთან" გამართულ მატჩში ჩვენ გვქონდა შეცდომები, აგრეთვე ბევრი შანსი გავუშვით ხელიდან, მაგრამ მთავარია ამ შეცდომებზე ისწავლოს გუნდმა. დღეს კარგი მატჩი ჩაატარეს ბიჭებმა, ფეხბურთელები კარგად იყვნენ კონცენტრირებულები თითოეულ მომენტზე.

ადრეც ავღნიშნე, როდესაც სეზონის გადამწვეტი ნაწილი მოდის, ამ დროს ნებისმიერი ქულა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ძვირფასია. ასე, რომ თითოეულ მატჩს ისე უნდა მიუდგე როგორც ფინალს.

მოხარული ვარ ენტონის დღევანდელი თამაშით. მე ვიცავდი მას ყოველთვის, რადგან კარგად ვიცნობ და ვიცი მისი შესაძლებლობების შესახებ. მან ყველა ტურნირზე მოახერხა გოლის გატანა.

პრემიერლიგის დონის ჩემპიონატში შენ გიწევს მაღალი დონის მცველების წინააღმდეგ თამაში, შესაბამისად სწორი გადაწყვეტილების მიღებას მომენტში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დღეს ყველაფრის გაკეთება იდეალურად მოახერხა ანტონიმ, ის პროგრესირებს და ხდება გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი.

დღევანდელი მატჩი არის მაგალითი იმის, როგორ შეძლებს იგი გოლების გატანას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას საჭირო მომენტებში.

ძალიან სწრაფად იცვლება ყველაფერი, გასულ კვირას ჩვენ განკარგულებაში ცხრა მცველი იყო, დღეს კი მხოლოდ ოთხია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ფეხბურთელის მწყობრში ყოფნა, იქიდან გამომდინარე, რომ ვართ გუნდი, რომელსაც ევროპის მაშტაბით ძალიან ბევრი მატჩის ჩატარება უწევს.

აქედან გამომდინარე ნებისმიერი ფეხბურთელის როლი უდიდესია, რომ შევძლოთ მოედანზე იმ ფეხბურთის ჩვენება, რაც გვსურს რეალურად. დღეს დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ამ მოთამაშეებთან ერთად წარმატების მიღწევა, "სევილიასთან" მატჩში მაქსიმუმს გავიღებთ და შევეცდებით მათ დამარცხებას.

დაცვის თამაშით კმაყოფილი ვარ, რადგან დაკისრებულ მოვალეობას კარგად გაართვა თავი ოთხივე ფეხბურთელმა. ჩვენი მთლიან თამაშში ვდომინირებდით, თუმცა როდესაც მეტოქემ შანსი მიიღო ჩვენი მცველებისთვის ეს არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა.

მაგუაიერისთვის მარცხნივ თამაში რთულია, ის მარჯვენა მხარეს უფრო პროდუქტულია. ვიქტორ ლინდელოფს ორივე ფეხით თამაში კარგად გამოსდის, მან ბრწყინვალე სამუშაო გასწია დღევანდელ მატჩში"
,- ასრულებს ჰაგი.
პრესკონფერენცია
6 კომენტარი
№1
ავტორი: Kate
18 აპრილი 2023 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ბრაიტონთან მეორე მცველი ვინ იქნება ნეტავ? ჰარი დისკვალიფიცირებულია
0
№2
ავტორი: ikeoni
18 აპრილი 2023 21:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
ციტატა: Kate
ბრაიტონთან მეორე მცველი ვინ იქნება ნეტავ? ჰარი დისკვალიფიცირებულია

Შო თუ გამოჯამთელდა შეუძლია ცენტრში თამაში
0
№3
ავტორი: Kate
18 აპრილი 2023 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: ikeoni
ციტატა: Kate
ბრაიტონთან მეორე მცველი ვინ იქნება ნეტავ? ჰარი დისკვალიფიცირებულია

Შო თუ გამოჯამთელდა შეუძლია ცენტრში თამაში

ჰო ვიცი მაგრამ საეჭვოა ეგეც. თანაც მაგ პოზიციაზე კარგად არ თამაშობს
0
№4
ავტორი: Licha2001
19 აპრილი 2023 10:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 68
ციტატა: Kate
ბრაიტონთან მეორე მცველი ვინ იქნება ნეტავ? ჰარი დისკვალიფიცირებულია

კაზეს შეუძლია შესანიშნავად, კაზეს როლს ვინ შეითავსებს მაგ შემთხვევაში ეგაა საკითხავი
0
№5
ავტორი: Kate
19 აპრილი 2023 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: Licha2001
ციტატა: Kate
ბრაიტონთან მეორე მცველი ვინ იქნება ნეტავ? ჰარი დისკვალიფიცირებულია

კაზეს შეუძლია შესანიშნავად, კაზეს როლს ვინ შეითავსებს მაგ შემთხვევაში ეგაა საკითხავი

არა ეგ ჯობია ნახევარდაცვაში იყოს ჯობია.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
20 აპრილი 2023 16:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
დღეს მოსაგებია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top