დიდი ალბათობით, ერიკ ტენ ჰაგის შემადგენლობის არგენტინელი წევრისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა. საქმე ეხება ლისანდრო მარტინესს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურ მცველს, ორშაბათს, 17 აპრილს ოპერაცია გაუკეთდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინსაიდერმა ერნან კასტილომ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში 25 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხის მეხუთე მეტატარსალური ძვლის მოტეხილობა მიიღო.
შეხვედრა "მანჩესტერში", "ოლდ ტრაფორდის" მოედანზე გაიმართა და ფრედ ანგარიშით 2-2 დასრულდა.
მარტინესმა მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგაში 27 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.