"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა შეაქო მარსიალის თამაში, თუმცა აგრეთვე აღნიშნა, რომ სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია. მარსიალი საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა "სევილიასთან" მატჩში, სადაც მან ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.
"ფრანგმა" სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა პირველად შეძლო "სიტის" წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ, ჯამში "ანდალუსიელების" წინააღმდეგ ენტონიმ 62 წუთი გაატარა მოედანზე.
პრესკონფერენციის დროს კითხეს ერიკს შეუძლია თუ არა მარსიალს მთლიანი მატჩის ჩატარება, რაზედაც მან თქვა:"შესაძლოა, თუმცა ეს არის რისკი.
და ჩვენ არ შეგვიძლია რისკზე წასვლა ამ მომენტში, რადგან გარნაჩო და რეშფორდიც ტრავმირებულები არიან."
ჩვენ არ გვაქვს ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელის ფონზე ბევრი ვარიანტი, შესაბამისად უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე."- განაცხადა დასასრულს ნიდერლანდელმა
ტენ ჰაგმა ასევე ისაუბრა რაფაელ ვარანზე და ლისანდრო მარტინესზე, თუმცა მათი ტრავმების სიმძიმე და საბოლოო დიაგნოზი ჯერ არ არის ცნობილი.
თუმცა "ბოსი" ოპტიმისტურად არის განწყობილი შოუს და მაკტომინეის დაბრუნებასთან დაკავშირებით და იგი იმედოვნებს, რომ ისინი შეძლებენ "ნოტინგემთან" მატჩისთვის განაცხადში დაბრუნებას.
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.