12-04-2023, 09:21
ნანახია: 1985,
კომენტარები: 5
ბრძოლას სამი გრანდი გამოეთიშა
დარჩა ასევე სამი.
დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა მიიღო გადაწყვეტილება რომ არ შეუერთდეს იმ კლუბებს რომელზეც ქვემოთ მოგახსენებთ.
საქმე ეხება ლონდონის "ჩელსისა" და "პარი სენ-ჟერმენს". ფეხბურთელმა აღნიშნულ ორ კლუბს საკუთარი სურვილი უკვე აცნობა.
19 წლის ინგლისელის მომავალი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა მომავალ სატრანსფერო ფანჯარაში.
ცოტა ხნის წინ მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლივერპული" რბოლას ნახევარმცველის მაღალი ღირებულების გამო გამოეთიშა.
ამრიგად, ვუნდერკინდისთვის მხოლოდ სამი სერიოზული პრეტენდენტი დარჩა - "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და მადრიდის "რეალი".
Transfermarkt-ის ექსპერტები ჯუდ ბელინგემის ტრანსფერს 120 მილიონ ევროდ აფასებენ.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.