ისტორიაში პირველად, შესაძლოა ქართველი გულშემატკივარი უპრეცედენტო შემთხვევის წინაშე დადგეს.
ესპანეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ქართველი ლეგიონერი გიორგი მამარდაშვილი პრემიერ ლიგის გრანდების ყურადღებას იპყრობს.
90min-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ქართველი ფეხბურთელის აგენტები მოლაპარაკებებს ერთდროულად ოთხ გუნდთან აწარმოებენ - ესენი არიან ლონდონის "ჩელსი" და "ტოტენჰემი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლიგის აუტსაიდერი "ლესტერი".
წყაროს ცნობით, ქართველის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს სწორედ "მელიები" იჩენენ.
მამარდაშვილი წარმოშობით თბილისელია, ის ესპანურ "ვალენსიაში" პერმანენტულად 2022 წლიდან თამაშობს, ესპანურ კლუბში კი კიპერი თბილისის "დინამო"- დან გადავიდა.
მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელს "ვალენსიას" რიგებში ყველა ტურნირზე ერთადაღებული 32 მატჩი აქვს ჩატარებული. აღნიშნული შეხვედრებიდა შვიდჯერ მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.