თბილისი:
მანჩესტერი:
12-04-2023, 19:18
ავტორი: Saka,
ნანახია: 919,
კომენტარები: 3
უახლესი ცნობები "სევილიასთან" მატჩის წინ
სიახლეები მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ.
უახლესი ცნობები
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "წითლებმა" ევროპა ლიგიდან უკვე ორი ესპანური გუნდის გამოთიშვა შეძლეს.

"ევერტონთან" მატჩის ბოლოს რეშფორდმა ვერ შეძლო გაეგრძელებინა თამაში და ჰაგი იძულებული გახდა შეეცვალა.

"ახლა რეშფორდს უნდა დაველოდოთ. ჩვენ უნდა ვნახოთ რა მდგომარეობაა და რამდენად ცუდია ვითარება. ჩვენ ველოდებით 24, 36 საათს და შემდეგ გვეცოდინება მეტი",- თქვა დასასრულს ტენ ჰაგმა.

ლუკ შოუმ "ბრენტფორდის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო, შესაბამისად მისი თამაში გამორიცხულია "ანდალუსიელების" წინააღმდეგ.

მიუხედავად ამისა ინგლისელი თავდაუზოგავად ვარჯიშობს დასაბრუნებლად, მაგრამ დიდი ალბათობით მისი დაბრუნება ვერ მოხერხდება ხუთშაბათს გასამართი მატჩისთვის.

კრისტიან ერიკსენი გუნდს ორ თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და სათამაშო წუთებიც მიიღო "ევერტონთან" მატჩში. გუნდს დაუბრუნდა აგრეთვე ენტონი მარსიალი, რომელმაც აღნიშნულ დაპირისპირებაში გოლის გატანა მოახერხა.

კაზემიროს შეუძლია "სევილიასთან" გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღება, ბოლოს მან "ბეტისის" წინააღმდეგ იასპარეზა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი ყვითელი ბარათი აშორებთ მასაც და ბრუნო ფერნანდეშსაც დისკვალიფიკაციამდე, შესაბამისად დიდი სიფრთხილის გამოჩენა მოუწევს ორივე ფეხბურთელს.

ალეხანდრო გარნაჩო, ტომ ჰიტონი და დონი ვან დე ბეკი ტრავმის გამო არ იქნებიან.
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
12 აპრილი 2023 19:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
შოუ დასანანია რომ არ იქნება, ერთერთი საუკეთესოა მოედანზე, მაგრამ კარგი ამბავი ის არის რომ ერიქსენი დაბრუნდა, ეგეთი ჭკვიანი ფეხბურთელი გვჭირდებოდა ცენტრში love
0
№2
ავტორი: ikeoni
12 აპრილი 2023 21:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
ციტატა: LASHQARA
შოუ დასანანია რომ არ იქნება, ერთერთი საუკეთესოა მოედანზე, მაგრამ კარგი ამბავი ის არის რომ ერიქსენი დაბრუნდა, ეგეთი ჭკვიანი ფეხბურთელი გვჭირდებოდა ცენტრში love

karg dros gvibrundeba eriqsenic da kazec rasac qvia sulze mogviswres:)))
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
20 აპრილი 2023 16:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ესპანელებთან ამ სეზონში გამოგვდის თამაში და დღეს უნდა მოვიგოთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top