ერიკ ტენ ჰაგის სატრანსფერო სიას სავარაუდოდ ორი ფეხბურთელი ჰარი კეინი და ვიქტორ ოსიმენი ლიდერობენ. სპეციალისტის მთავარი საზრუნავი მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე ფორვარდის დამატება იქნება.
თუმცა როგორც ჩანს "წითელი ეშმაკები" კიდევ ერთ შემტევზეც არ იტყვიან უარს რომელიც სავარაუდოდ სათადარიგო სკამიდან გააძლიერებს გუნდს.
საქმე ეხება "რომას" თავდამსხმელს ტამი აბრაჰამს, რომელსაც კარიერის ინგლისის პრემიერ ლიგაში გასაგრძელებლად ორი ვარიანტი აქვს.
Il Messagero-ს ინფორმაციით, თავდამსხმელით აქტიურად არიან დაინტერესებული "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ასტონ ვილა", ამ უკანასკნელში ფეხბურთელი 2018/19 წლების სეზონში იჯარით ლონდონის "ჩელსი"- იდან თამაშობდა.
წყაროს ცნობით, "ვილელები" და "წითელი ეშმაკები" "რომას" თავდამსხმელის შეძენას აპირებენ, თუ ფეხბურთელი ხელმისაწვდომი იქნება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში.
"ჯალოროსები" კი ინგლისელს 40 მილიონ ევროდ აფასებენ, იგივე ფასი გადაიხადა ჟოზე მოურინიოს გუნდმა ტამის სანაცვლოდ 2021 წლის ზაფხულში.
ჭორები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.