სეზონის დასრულბის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" სრული სვლით სატრანსფერო ბაზარზე ფორვარდის ძიებას დაიწყებს. კლუბისთვის ერთ ერთი მთავარი პრიორიტეტი აღნიშნული პოზიციის გაძლიერება და ახალი სახის მოყვანა გახლავთ.
ბოლო თვეებში ჭორები "წითელ ეშმაკებს" უამრავ თავდამსხმელს უკავშირებენ. ცნობილი ინსაიდერის ნიკოლო სკირის თქმით, ამ პოზიციის გაძლიერება მართლაც მთავარი გამოწვევაა "მანჩესტერ იუნაიტედი"- სთვის ზაფხულში.
სატრანსფერო სიაში ამჟამად არიან ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), და ჰარი კეინი (ტოტენჰემი), რომელთაც ახალი სახელი და გვარი შეუერთდათ ძველი სამიზნის სტატუსით რადგან ფეხბურთელს ინგლისური გრანდი აქამდეც უთვალთვალებდა.
საქმე ეხება დუშან ვლაჰოვიჩს რომელიც ამჟამად ტურინის "იუვენტუსის" ღირსებას იცავს. შესაძლოა სერბი, გულშემატკივარმა "ნისლიან ალბიონზე" იხილოს.
ოსიმენის ღირებულებას Transfermarkt პორტალი 100 მილიონ ევროდ აფასებს, კეინს - 90 მილიონად, ვლაჰოვიჩს კი - 75 მილიონად.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.