თბილისი:
მანჩესტერი:
10-04-2023, 10:44
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 758,
კომენტარები: 5
სქოულზი: "ანტონისთვის ეს საუკეთესო მატჩი იყო"
საქებარი სიტყვები ბრაზილიელს.
სქოულზი:
პოლ სქოულზის აღიარება იმის შესახებ, რომ რიგიანად და ჯეროვნად ვერ აფასებდა კლუბის ბრაზილიელ გარემარბს ანტონის.

ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელის აზრით, ბრაზილიელის მიერ ჩატარებული მატჩი "ევერტონის" წინააღმდეგ იყო საუკეთესო მას შემდეგ რაც ის გუნდში გადმოვიდა.

"ეს არის საუკეთესო თამაში, რაც მინახავს ანტონის შესრულებით "მანჩესტერ იუნაიტედში".

სიმართლე გითხრათ, ადრე მეგონა, რომ მისი შესაძლებლობა მხოლოდ "ფინტებზე" გადიოდა, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ის ვითარდება და იწყებს მოწინააღმდეგის დაცვის ხაზის სისწრაფით გავლას, რაც მან დღეს რამდენჯერმე აჩვენა.

რაც შეეხება რაშფორდის ტრავმას, იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ მცირე დაღლილობით გამოწვეული კრუნჩხვებია. მსგავსი ფაქტი უკვე დაფიქსირდა როდესაც დაშავდა, შემდეგ კი სასწაულებრივად სწრაფად გამოჯანმრთელდა.

"იუნაიტედი" კი საერთო ჯამში "ევერტონთან" დომინირებდა და ბრუნოს საუკეთესო თამაშიც აღსანიშნავია, ის სრულად აკონტროლებდა თამაშს",-
განუცხადა სქოულზმა დასასრულს BT Sport-ს.
სიახლეები
5 კომენტარი
№1
ავტორი: datonuc
10 აპრილი 2023 11:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 91
მართალი რო ვთქვათ ანტონი არის სწორხაზოვანი მზე და მორჩა. რისი 80 მილიონი ფუ
0
№2
ავტორი: ikeoni
10 აპრილი 2023 12:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
100% xar pol❤
0
№3
ავტორი: PaLoMo
10 აპრილი 2023 23:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ციტატა: datonuc
მართალი რო ვთქვათ ანტონი არის სწორხაზოვანი მზე და მორჩა. რისი 80 მილიონი ფუ

80?და რატო 100არა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: dybbuk
11 აპრილი 2023 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1559
ციტატა: PaLoMo
ციტატა: datonuc
მართალი რო ვთქვათ ანტონი არის სწორხაზოვანი მზე და მორჩა. რისი 80 მილიონი ფუ

80?და რატო 100არა?

რატო გადაურბინეთ ყველამ ამ ანტონის არ მესმის, სანჩოზე არავინ ხმას არ იღებს, არადა თითქმის იგივე ფასია მაგაშიც გადახდილი და ბრაზილიელი მეტად პროდუქტიულია ვიდრე სანჩო, რაც გაიტანა ყველა დიდ გუნდს გაუტანა, თან მაგარი გოლები. ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, პახოდუ ბრაზილიელია და ზოგადად სამხ. ამერიკელებს ისტორიულად უჭირთ ინგლისურ ფეხბურთთან ადაპტირება. ტიპი ერედივიზიონიდან გადმოვიდა მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში და ჯერ ერთი სეზონიც არ ჩაუტარებია, აქ კიდე სასტავმა გადაუარა რასაც ქვია, გორდონი იყიდა ნიუკასლმა 10 მილიონით ნაკლებად, რატო გიკვირთ ეს ფასები დღევანდელ რეალობაში არ მესმის. შეიცვალა ყველაფერი, აღარაა ის დრო ზეედორფი რომ 4 მილიონი ღირდა. აცადეთ ამ ბიჭს ადაპტაცია და მომავალი სეზონის ბოლოს გამოვიტანოთ დასკვნები და გავაკეთოთ ანალიზები, რეში ჩამოწერილი იყო, მახსოვს პსჟ-ს უნდაო დაიწერა შარშან და 90% თანახმა იყო 50 გაეშვათ, მაგრამ დღეს რას შვება ყველა ვხედავთ
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
11 აპრილი 2023 17:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
შემდეგ სეზონში უკეთესი იქნება წესით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top