გამოუყენებელი შანსები, შექმნილი მომენტები რომელსაც რეალიზების პრობლემები ახლდა თან, ეს გახლდათ პრემიერ ლიგის გასული ტურის მატჩი "იუნაიტედის" შესრულებით.
მართალია "წუთელმა ეშმაკებმა" იმარჯვეს ანგარიშით 2-0 თუმცა საფეხბურთო ექსპერტების თუ კლუბის გულშემატკივრების აზრით მათ ბევრად დიდი ანგარიშით უნდა მოეგოთ.
"იუნაიტედის" ყოფილი მეკარე პიტერ შმეიხელი შეშფოთებულია ერიკ ტენ ჰაგის გუნდის პრობლემით რომელიც მომენტების რეალიზებას ეხება.
"ეს იყო კარგი გამარჯვება - სამი ქულა, მშრალად შენახული კარით. ბევრი პოზიტივი: მაგუაიერი და ვან-ბისაკა გამოვიდნენ და ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ იყო უარყოფითი მხარეებიც.
მთავარი მინუსი არის რეშფორდის ტრავმა, ასევე დიდი რაოდენობით ხელიდან გაშვებული განიავებული შანსები. ვუყურებდი და ვფიქრობდი: მართლა გჭირდება 29 შანსი ორი გოლის გასატანად?. და ეს იმის მიუხედავად, რომ მეორე გოლი "ევერტონმა" თავად მოუტანა საკუთარ კარს, უხეში შეცდომის დაშვებით. ასე რომ, ეს მომენტი მაწუხებს",- განუცხადა შმეიხელმა Premier League Productions-ს.
ინტერვიუები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.