პრემიერ ლიგის გასული ტური გამარჯვების მიუხედავად მეტად უსიამოვნო აღმოჩნდა "წითელი ეშმაკების" ინგლისელი შემტევისთვის მარკუს რეშფორდისთვის.
ფეხბურთელმა შეხვედრის დასრულება მიღებული ტრავმის გამო ვერ შეძლო რის შემდეგაც ერიკ ტენ ჰაგს იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია.
რამდენიმე გამოცემის თანახმად, მარკუს რეშფორდი დღეს "კერინგტონში" დამატებით გამოკვლევას გაივლის, რათა დადგინდეს მიღებული ტრავმის ზუსტი დიაგნოზი.
The Sun-ის ჟურნალისტის ნილ კუსტისის თქმით, რეშფორდი გამოტოვებს პირველ დაპირისპირებას "სევილია"- სთან. არსებობს ასევე შიში, რომ მის გამოჯანმრთელებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.
სიახლეები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.