თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2023, 23:17
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 962,
კომენტარები: 7
შანსები გაიზარდა
თავდამსხმელი "იუნაიტედს" უახლოვდება.
შანსები გაიზარდა
ტენ ჰაგის შემადგენლობა, რომ თავდამსხმელის გაფორმებას საჭიროებს ეს არახალია.

კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან სკანდალურად წასვლის შემდეგ კლუბმა შესაბამისი საროტაციო კადრი ვერ დაიმატა, იყო ვეგჰორსტის ტრანსფერი რომელმაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვერ გაამართლა.

საინფორმაციო წყაროები ინგლისურ გრანდს აქტიურად "დეზების" ინგლისელ თავდამსხმელს ჰარი კეინს უკავშირებენ.

"წითელი ეშმაკების" შანსები 29 წლის ვარსკვლავის გაფორმების თაობაზე გაიზარდა,- იუწყებ Mirror თავის საინფორმაციო გვერდებზე.

ფაქტია, რომ "ბაიერნს", რომელიც ასევე აქტიურად იყო დაკავშირებული კეინთან, "ტოტენჰემის" მადის გათვალისწინებით, აუქციონში ჩართვა არ სურს.

"ლონდონელები" არ აპირებენ თავიანთი ლიდერის გაყიდვას 100 მილიონ ფუნტზე ნაკლებ ფასად (თითქმის 113 მილიონი ევრო).

შეგახსენებთ, რომ 2022/2023 წლების სეზონში ჰარი კეინმა 41 მატჩი ჩაატარა. თავდამსხმელის ანგარიშზე 25 გოლი და 4 ეფექტური პასია პარტნიორების სასარგებლოდ.
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
9 აპრილი 2023 23:21
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
ოსიმენი კარგია მაგრამ იმის გათვალისწინებით თუ პრემიერლიგის ადაპტაციას როგორ გაივლის ან ტრავმიანობასთან როგორ იქნება დაკავშირებბული ჩემი აზრით კლუბის ექსპერტები კეინისკენ გადაიხრებიან, ჰარი მინიმუმ სამი სეზონი უმაღლეს დონეზე იქნება თან ტენ ჰაგის ხელში, პრემიერ ლიგა დაღეჭილი აქვს, ტრავმიანიც არ არის და სავარაუდოდ კეინს მოვიყვანთ ზაფხულში. კვარას და ოსიმენის დაშორება ისედაც არ მინდა )))
1
№2
ავტორი: bziki
10 აპრილი 2023 02:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
3-4 weli keini umagles dones dadebs tavisi inteleqtis da dayenebuli dartymis xarjze,
4 welshi osimenic gadasagdebi iqneba:d:d
fizikurobit da energiit qachavs,egeti forvardi 30 wlis mere ukan midis tu ronaldosavit ar aq saqmisadmi midgoma.
keini mirchevnia me piradat vici racaa da rasac micems gunds,osimenmac sheileba ifrinos mara ari kitxvebi blomad,tramvianicaa epls morgebas sheileba erti weli moundes
0
№3
ავტორი: manubro
10 აპრილი 2023 08:36
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
30 ის ხდება ზაფხულში... 60-70 მილიონი გადაუხადონ, მეტი რავიცი თან კონტრაქტი უმთავრდება 24 ში როგორც მახსოვს. შემდეგ სეზონში შანსია უფასოდ წავიდეს საერთოდ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№4
ავტორი: ikeoni
10 აპრილი 2023 12:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
imedia an es an osimeni mova
0
№5
ავტორი: shotkin
10 აპრილი 2023 14:39
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ადრე მინდოდა კეინი, კარიერის ამ ეტაპზე კი აღარ მინდა, ჯერ ის რო 30 წლის როხარ და არაფერი მოგიგია ეგ თავისას შვება საქმეში, მერე ის რო ფსიქოლოგიურად ტიპიური ინგლისელია და სისუსტეები ახასიათებს ვგულისხმობ გადამწყვეტ მატჩებში გადამწყვეტი როლის შესრულებას ეს იქაც გამოჩნდა ყველაზე ბოლოს როცა საფრანგეთთან მატჩში 2 კარგი მომენტი გააფუჭა და მერე პენალიც მიაყოლა ზემოდან, ჩნდება კითხვა ხომ არ ჯობია სხვა უფრო ახალგაზრდა და ტიტულებზე დაგეშილი მოთამაშის ყიდვა ვიდრე ამ კეინის რომელმაც გრანდში გასასვლას 7 წლიანი კონტრაქტის ხელის მოწრა ამჯობინა ტოტენჰემთან და კარიერა დაისრულა ეგრევე...
0
№6
ავტორი: PaLoMo
10 აპრილი 2023 23:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ვანო პერსიც არ იყო პატარა აქ რონმოვიდა მგონი ისიც 30 ის იყო და ისიც აკვდებოდა არსენალს თუმცა როცა დრო დადგა გადმოვიდა ჩვენთან და ტიტულები მოიგო თან მაგრადაც თამაშობდა.ვფიქრობ იგივე სიტუაცია იქნება და ჯეიმს მოიყვანენ.ესენი ხო ანძ....ნ ინგლისელებზე.ოსიმენი კიდე ჩელსში წავა და დროგბასავით იქნება იქ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: SANDROGRIGA
11 აპრილი 2023 17:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რას გაიგებ ამისას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top