"მანჩესტერ იუნაიტედმა" თვალი "ბრაიტონის" ნახევარდაცვის დუეტს დაადგა, კერძოდ, საუბარია ალექსის მაკალისტერზე და მოისეს კაისედოზე.
„წითელი ეშმაკები“ მომავალ სეზონში ნახევარდაცვის გაძლიერების ვარიანტებს ეძებენ და გავრცელებული ინფორმაციით, დაინტერესდნენ მოისეს კაისედოსა და ალექსის მაკ ალისტერის შეძენით, იტყობინება The Telegraph.
"მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სეზონში ნახევარდაცვაში პრობლემები შეექმნა ბევრი მიზეზის გამო. კრისტიან ერიკსენის ტრამვა უმთავრესი გახლავთ, აგრეთვე კაზემირომ უკვე მეორეჯერ მოახერხა სეზონში დისკვალიფიკაციის მიღება.
ზემოთჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე ბრუნო ფერნანდეშიც ვერ ახერხებს თავის შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენას.
ჰოლანდიელ მწვრთნელს გასულ ზაფხულს ფრენკი დე იონგის შეძენა ძალიან სურდა, თუმცა ფრენკიმ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა, შესაბამისად წლევანდელ სატრანსფერო ფანჯარაზე მისი მოსვლის ალბათობა თითქმის გამორიცხულია.
იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე კაისედოს შეძენა ლონდონის "არსენალს" სურდა, თუმცა საბოლოოდ ვერ შედგა გარიგება. ახლა ლონდონელთა ყურადღება დეკლან რაისზეა გადართული, შესაბამისად "ეშმაკებს" მეტი შანსი ექნებათ ამ ტრანსფერის გაჩარხვის.
კაისედოს კონტრაქტი "ბრაიტონთან" 2027 წლამდე აკავშირებს, მაკალისტერს კი 2025-მდე.
ჭორები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.