მიმდინარე სეზონის მეჩვიდმეტე გამარჯვება - ეს უკვე ერთით მეტია, ვიდრე მთელ გასული სეზონის ჩემპიონატში, ერიკ ტენ ჰაგი გუნდის შენების პროცესს განაგრძობს.
კლუბის ნახევარმცველი სკოტ მაკტომინაი რომელმაც გუშინდელ შეხვედრაში წარმატებულად იასპარეზა, თამაშის შედეგით კმაყოფილია, მან თავისი აზრი BT Sport- თან ინტერვიუში გაიზიარა რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.
"რა თქმა უნდა, სასიამოვნოა გოლის გატანა. მაგრამ პირველ ტაიმშიც შეგვეძლო სამჯერ ან თუნდაც ოთხჯერ მეტოქის კარი აგვეღო.
ჩვენ უფრო მკვეთრი მოქმედებებით უნდა გამოვირჩეოდეთ, დარწმუნებული ვარ, ამას დღეს ჩვენი მწვრთნელისგან მოვისმენთ",- თქვა მაკტომინაიმ დასასრულს.
პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრად "ნოტინგემ ფორესტს" დაუპირისპირდება.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.