პრემიერ ლიგის 29-ე ტური, მოპოვებული მნიშვნელოვანი სამი ქულა და სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილი, ერიკ ტენ ჰაგის ხომალდი სრული სვლით მიდის წინ.
ნიდერლანდელი სპეციალისტის შეგირდებმა შონ დაიჩის "ევერტონი" უშანსოდ ანგარიშით 2-0 დაამარცხეს. თუმცა აღნიშნულ შეხვედრაში "ოლდ ტრაფორდელებისთვის" მცირე უსიამოვნო მომენტიც შეიქმნა.
თამაშის მიწურულს "წითელი ეშმაკების" მთავარი ბომბარდირი მარკუს რეშფორდი დაშავდა. ამის შესახებ კომენტარი გააკეთა გუნდის მეთაურმა ერიკ ტენ ჰაგმა, რომელიც გადატვირთულ კალენდარს უჩიოდა.
"უნდა დაველოდოთ, მაგრამ ეს ყველაფერი ცუდად გამოიყურება. ყველაფერი კი სათამაშო განრიგთანაა დაკავშირებული. ექვს დღეში სამი მატჩის გამართვა ექსცესების გარეშე შეუძლებელია. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მოთამაშეებს.
რაც შეეხება მატჩის მსვლელობას, უფრო დაუნდობლები უნდა ვიყოთ, ეს მატჩი შესვენებაზე შეიძლებოდა დასრულებულიყო. მაგრამ, ზოგადად, მაინც ძალიან კარგად ვითამაშეთ, რისთვისაც გუნდის მადლობელი ვარ", - განუცხადა ტენ ჰაგმა BT Sport-ს.
მომდევნო მატჩს "მანჩესტერ იუნაიტედი" ხუთშაბათს, 13 აპრილს, ევროპას ლიგის ეგიდით "სევილიას" წინააღმდეგ გამართავს.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.