ერიკ ტენ ჰაგის აზრით, დღევანდელ დაპირისპირებაში მოედანზე საუკეთესო "მანჩესტერ იუნაიტედის" 28 წლის ნახევარმცვლელი ბრუნო ფერნანდეში იყო.
სკოტ მაკტომინეის და ენტონი მარსიალის გოლების წყალობით "წითლებმა" "ოლდ ტრაფორდზე" 2-0 სძლიეს "ევერტონს" და კიდევ უფრო გაიმყარეს ადგილი ოთხეულში. საკმაოდ ბევრი მომენტის შექმნა შეძლო გუნდმა, მთავარი მამოძრავებული ძალა კი ბრუნო ფერნანდეში იყო, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო გასწია დღევანდელ შეხვედრაში.
"ვფიქრობ, რომ ის ბრწყინვალე იყო და ბრწყინვალედ ითამაშა უფრო ღრმა როლით, ბრუნო ნამდვილად საუკეთესო ფეხბურთელი იყო მოედანზე", - თქვა მან BBC Match of the Day-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ფერნანდესი ამ სეზონში ბევრჯერ მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში, მაგრამ ვხედავთ, რომ იგი გუნდის საკვანძო ფეხბურთელია და ერიკ ტენ ჰაგის გუნდში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთამაშეა.
მომდევნო მატჩში "მანჩესტერი" ევროპა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში "სევილიას" დაუპირისპირდება, აღნიშნული მატჩი ხუთშაბათსაა ჩანიშნული.
ინტერვიუები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.