გარემარბი რომელზეც დიდ იმედებს ამყარებენ. ფაკუნდო პელისტრი - ფეხბურთელი კლუბის აკადემიიდან, რომელიც სულ მალე ერიკ ტენ ჰაგის გუნდთან ახალ გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს.
21 წლის მოთამაში მომავალმა გარკვეული კითხვები გააჩინა, რადგან ის იშვიათად ხვდება "წითელი ეშმაკების" ძირითად შემადგენლობაში.
ცნობილი ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედს" გადაწყვეტილი აქვს ურუგვაელისთვის ახალი კონტრაქტი მოამზადოს და შესთავაზოს მას.
მხარეები მოლაპარაკებებს სავარაუდოდ მიმდინარე თვეში გამართავენ. ტენ ჰაგი ფაკუნდოს განვითარებით კმაყოფილია და თვლის, რომ ის ახალ გრძელვადიან კონტრაქტს იმსახურებს.
პელისტრის - ის მოქმედი შეთანხმება 2025 წლამდე მოქმედებს. მას მხოლოდ რვა მატჩი აქვს "იუნაიტედის" პირველ გუნდში ჩატარებული.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.