იტალიური "ფიორენტინას" ნახევარმცველის სოფიან ამრაბატის აგენტმა თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა და მცირედი მინიშნებებიც გააკეთა.
ყატარში წარმატებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, 26 წლის მაროკოელით, ევროპული ფეხბურთის მრავალი გიგანტი დაინტერესდა, თუმცა იტალიელებმა ნახევარმცველის გაშვებაზე უარი თქვეს და კლუბმა მოთამაშის გაყიდვა ზაფხულისთვის გადადო.
"ამჟამად ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული წინადადებები, მაგრამ ზაფხულში "ფიორენტინა" აუცილებლად მოუსმენს მათ, თუ ისინი წამოვლენ შეთავაზებებით.
იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში ბევრი განსხვავებული ვარიანტი იყო, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედის" შეთავაზება, მაგრამ შეთანხმება ვერ მოხერხდა", - ციტირებს ესპანური მედია ამრაბატის აგენტის მოჰამედ სინუჰის სიტყვებს.
სიახლეები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.