Manchester Evening News-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა შესაძლოა ბელგიური კლუბი "ბრიუგე" ჩაიბაროს.
წყაროს ცნობით, აღნიშნული კლუბის მწვრთნელობის პოსტზე დანიშვნის კიდევ ორი კანდიდატი არსებობს ესენია: დინო ტოპმიულერი, რომელიც ადრე "ბაიერნში" მუშაობდა და "სტანდარტის" მთავარი მწვრთნელი რონი დეილი.
შეგახსენებთ, რომ 8 მარტს "ბრიუგეს" ხელმძღვანელობამ 42 წლის მწვრთნელი სკოტ პარკერი ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო გაათავისუფლა.
სოლსკიაერმა "მანჩესტერ იუნაიტედი" 2021 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ კლუბის გარეშეა დარჩენილი.
ნორვეგიელის, ყველაზე დიდი მიღწევაა ინგლისური გრანდის მთავარი მწვრთნელის რანგში ევროპა ლიგის ფინალში გასვლაა, რომელშიც "წითელი ეშმაკები" "ვილიარეალთან" დამარცხდნენ.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.