"მანჩესტერ იუნაიტედის" ნიდერლანდელი მესაჭე ერიკ ტენ ჰაგი მომავალ სეზონში ავსტრიელი ნახევარმცველის მარსელ საბიცერის გუნდში შენარჩუნებას გეგმავს, იტყობინება - 90min.
მწვრთნელმა კლუბის ხელმძღვანელობას სურვილის შესახებ უკვე აცნობა.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიელი "წითელი ეშმაკების" რიგებს მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულებით ავსებს რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის ნახევარმცველის უფლებები მიუნხენის "ბაიერნს" ეკუთვნის. სავარაუდოა, რომ გერმანული გრანდი არ გეგმავს ფეხბურთელის გაყიდვას, მაგრამ ამისთვის "მიუნხენს" კარგი შეთავაზება დასჭირდება.
ავსტრიელმა მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.
ახალი ამბები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.