პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონი "საუთჰემპტონისთვის" საშინლად მიმდინარეობს, კლუბი გასავარდნ ზონაში იმყოფება.
იმ შემთხვევაში თუ "წმინდანებმა" ინგლისის უმაღლესი დივიზიონი დატოვეს უცილობელია, რომ გუნდს მათი ერთ-ერთი ლიდერი ჯეიმს ვორდ პრაუსი დატოვებს.
ფეხბურთელმა აღნიშნულზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო. თავის მხრივ ამ მომენტის გამოყენებას გეგმავს "მანჩესტერ იუნაიტედი" რომელიც მოთამაშის ტრანსფერით დაინტერესდა, იუწყებიან სპორტული გამოცემები.
ინგლისელის მიმართ ინტერესს ასევე გამოხატავენ "ნიუკასლი", "ასტონ ვილა" და "ლივერპული". ტრანსფერ მარკეტის შეფასებით მისი სატრანსფერო ფასი 38 მილიონ ევროს შეადგენს.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.