პრემიერლიგური "ბრაიტონის" ნახევარმცველმა ალექსის მაკალისტერმა შესაძლოა ზაფხულში საკლუბო რეგისტრაცია შეიცვალოს, იტყობინება TyC Sports Cesar.
წყაროს ცნობით, 24 წლის არგენტინელის მიმართ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი" და "ლივერპული" იჩენენ. "ბრაიტონმა" უკვე დაიწყო მოლაპარაკებები პოტენციურ მყიდველებთან.
მაკალისტერის მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. პორტალი Transfermarkt არგენტინელ მსოფლიოს ჩემპიონს 42 მილიონ ევროდ აფასებს.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 24 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
მაკალისტერი "ბრაიტონის" ფერებს 2019 წლის დასაწყისიდან იცავს.
ჭორები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.