"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა "ბრენტფორდის" დამარცხების შემდეგ საკუთარი გუნდის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 27-ე წუთზე მარკუს რაშფორდმა გაიტანა და "ოლდ ტრაფორდელებს" უმნიშვნელოვანესი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
"ძალიან კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მეორე ტაიმში ბრძოლა ვიხილეთ.
რთულია მაღალ დონეზე თამაში, როცა ისეთი ძლიერი მეტოქე გყავს, როგორიც "ბრენტფორდია", მაგრამ დღეს ჩვენ მოვახერხეთ სურვილის ასრულება.
პირველი გოლი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის აადვილებს დავალების შესრულებას - დღეს მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
ეს იყო შეტევის შესანიშნავი დასრულება. მარკუსმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი, ის შესანიშნავ ფორმაშია და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დონის შენარჩუნებას სეზონის ბოლომდე შეძლებს.
აუცილებელია ენერგიისა და კონცენტრაციის მაქსიმალური დონის შენარჩუნება - და შემდეგ ის წარმატებას მიაღწევს",- ციტირებს BBC ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს.
ინტერვიუები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.