თბილისი:
მანჩესტერი:
11-03-2013, 16:02
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 1829,
კომენტარები: 10
სერ ალექსი მატჩის შემდგომ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
სერ ალექსი მატჩის შემდგომ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

გადაღლილობა
"წითელი ეშმაკების" შოტლანდიელი თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი თვლის,რომ დაღლილობა იყო ის ფაქტორი,რომელმაც ხელი შეუშალა თავის გუნდს გამარჯვების მიღწევაში "ჩელსის" წინააღმდეგ.

"ჩვენ ნამდვილად გაგვიმართლა გუშინ,რომ არ დავმარცხდით.ლონდონის "ჩელსიმ" გუშინ მეორე ნახევარი შესანიშნავად ჩაატარა,მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ ის ფაქტი,რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მთელი ძალები დახარჯა "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ.ჩვენს ბიჭებს ჯერ კიდევ ეტყობოდათ ის სტრესი,რაც ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩს მოჰყვა.რაფაელი და პატრის ევრა ძალიან გადაღლილები იყვნენ ,ასევე დაღლილობა ეტყობოდათ ორ ცენტრალურ ნახევარმცველს" - ციტირება სერ ალექსის ინტერვიუდან manutd.com - თან.

თამაში
შოტლანდიელი სპეციალისტი თვლის,რომ თავის გუნდს შეეძლო ოთხი გოლი გაიტანა მატჩის პირველ ნახევარში.ასევე სერ ალექსმა აღნიშნა ის ფაქტი,რომ გუშინ თავისმა გუნდმა ძალიან ბევრი მომენტის რეალიზება ვერ შეძლო.

"მატჩის პირველი ნახევარი ძალიან კარგად ჩავატარეთ,ვფიქრობ ჩვენ შეგვეძლო პირველ 25 წუთში მინიმუმ ოთხი გოლი გაგავეტანა.უეინ რუნიმ მიმდინარე სეზონში თავისი მე-15 გოლი გაიტანა ხოლოდ ხავიერ ერნანდესმა მე-16,ჩემი აზრით ამ ორივე ფეხბურთელმა უნდა შეეცადოს,რომ ეს მაჩვენებელი გაზარდონ."

"ლონდონურმა კლუბმა ნამდვილად კარგი მეორე ტაიმი ჩაატარა,მათთმა თავკაცმა კარგად გამოიყანა ცვილებები და შეძლო ამ ცვილებების ხარჯზე თამაშში გარდატეხის შეტანა.ეხლა ჩვენ ძალიან დიდი ბრძოლა გველოდება ლონდონსი,"სტემფორდ ბრიჯზე",მაგრამ ჩვენი ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ შინ გამარჯვებულის სტატუსით დასაბრუნებლად."

დავიდ დე ხეა
სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ გუშინ FA თასის მეექვსე რაუნდში "მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერმა ჩაატარა ძალიან კარგი მატჩი,ასევე სერ ალექსმა აღნიშნა ის ფაქტი,რომ "წითელი ეშმაკები" სწორედ დავიდ დე ხეას ბრწყინვალე სეივმა გადაარჩინა ტურნირიდან გამოვარდნას.

"ჩვენმა მეკარემ გუშინ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.90 წუთი განმავლობაში დე ხეამ არაერთხელ შეძლოა "მანჩესტერ იუნაიტედის" გადარჩენა.ბოლო წუთებზე დე ხეას სეივი საოცარი იყო,რომლის წყალობითაც ჩვენ შევინარჩუნეთ ის ანგარიში,რა ანგარიშითაც დასრულდა შეხვედრა."

ლუიშ ნანი
სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ ლუიშ ნანის ტრავმა არ არის სერიოზული და ის სულ მალე შეძლებს გუნდში დაბრუნებას.

"ნანიმ მიიღო მცირე დაზიანება და ვფიქრობ,რომ მის დაბრუნებას არ უნდა დაჭირდეს დიდი დრო,მაგრამ მას მაინც ჭირდება დრო,რომ მოიშუშოს ეს დაზიანება.ძალიან ცუდია,რომ გუშინ ნანიმ ნაადრევად დატოვა მოედანი,ვფიქრობ ის კარგ მატჩს ჩაატარებდა,რომ არა ტრავმა."

წყარო: Redevils.Ru
პრესკონფერენცია
10 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
11 მარტი 2013 16:02
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
დე ხეა მართლაც საოცარი იყო love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: don_vini
11 მარტი 2013 16:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
დე ხეას ერთAდერთი რაც აკილაი ცოტა სტაბიულურობა.ისიც მხოლოდ გამოსვლაზე.ხაზზე უძლიერესიაა.უმაგრესი რეაქცია აქვს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№3
ავტორი: giochinio
11 მარტი 2013 16:26
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 223
don_vini,
+1...ფერგი ალბათ მივდი,რომ ნანია სასტავის ფეხბურთელი და არა ვალენსია...ყოველთვის ვამბობდი,რო არ არის ეს ვალენსია შვიდი ნომრის ღირსი...რივოკი აქ და დარბის ცხენივით ეგაა და ეგ...

ისე ფერგი ვიდიჩი რო დააყენო რა იქნება?.. რატო არ აყანებს ვერ ვხვდები,უმაღლეს დონეზე ეთამაშა რეალს...
0
№4
ავტორი: don_vini
11 მარტი 2013 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
giochinio,
მართAლი ხარ ნანი კარგი იყო.უბრალდო არ გაუმართლა და ტრამვა მიიღო.ვალენსია გუშინ საერთოდ 0 იყო მართლაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№5
ავტორი: I L C
11 მარტი 2013 17:18
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
არადა წინა წელს სულ სხვა ვითარება იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№6
ავტორი: Mr. Rooney
11 მარტი 2013 17:58
  • სიახლეები: 33
  • კომენტარები: 205
ფერგიიი :))))
0
№7
ავტორი: NeymaR
11 მარტი 2013 18:33
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ლუიში წინა წელს იმენა მხეცი იყო და ახლა რაღა მოუვიდა არ ვიცი:) ჩემი 10 კომენტარი lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№8
ავტორი: love united
11 მარტი 2013 19:00
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ნანიმ დამაიმედა ისევ...
0
№9
ავტორი: Amerigo
11 მარტი 2013 19:30
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
UTD-Rule,

კიიიიიიიიიი მე გოლი მეგონა!
0
№10
ავტორი: Dato de gea quantana
11 მარტი 2013 22:16
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 89
საღოლ დე ხეა გუშინ მაგრა ითამაშა, დაცვა აირია მეორე ტაიმში და მაგიტო გაგვიტანეს ეგ ორი გოლიც,მართლა გადაღლილები არიან და დასვენება ჭირდებათ.სტემფორდბრიჯზე კიდე გამარჯვების შანსი გვაქ,რადგან ჩემი აზრით MU_სთვის არააქ დიდი მნიშვნელობა სახში თამაშობს თუ გარეთ მაინც დედას უტერს ყველა გუნდს. manunited derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ M-A-N-C-H-E-S-T-E-R
U-N-T-E-D

Rel.ge
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top