"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
გადაღლილობა "წითელი ეშმაკების" შოტლანდიელი თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი თვლის,რომ დაღლილობა იყო ის ფაქტორი,რომელმაც ხელი შეუშალა თავის გუნდს გამარჯვების მიღწევაში "ჩელსის" წინააღმდეგ.
"ჩვენ ნამდვილად გაგვიმართლა გუშინ,რომ არ დავმარცხდით.ლონდონის "ჩელსიმ" გუშინ მეორე ნახევარი შესანიშნავად ჩაატარა,მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ ის ფაქტი,რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მთელი ძალები დახარჯა "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ.ჩვენს ბიჭებს ჯერ კიდევ ეტყობოდათ ის სტრესი,რაც ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩს მოჰყვა.რაფაელი და პატრის ევრა ძალიან გადაღლილები იყვნენ ,ასევე დაღლილობა ეტყობოდათ ორ ცენტრალურ ნახევარმცველს" - ციტირება სერ ალექსის ინტერვიუდან manutd.com - თან.
თამაში შოტლანდიელი სპეციალისტი თვლის,რომ თავის გუნდს შეეძლო ოთხი გოლი გაიტანა მატჩის პირველ ნახევარში.ასევე სერ ალექსმა აღნიშნა ის ფაქტი,რომ გუშინ თავისმა გუნდმა ძალიან ბევრი მომენტის რეალიზება ვერ შეძლო.
"მატჩის პირველი ნახევარი ძალიან კარგად ჩავატარეთ,ვფიქრობ ჩვენ შეგვეძლო პირველ 25 წუთში მინიმუმ ოთხი გოლი გაგავეტანა.უეინ რუნიმ მიმდინარე სეზონში თავისი მე-15 გოლი გაიტანა ხოლოდ ხავიერ ერნანდესმა მე-16,ჩემი აზრით ამ ორივე ფეხბურთელმა უნდა შეეცადოს,რომ ეს მაჩვენებელი გაზარდონ."
"ლონდონურმა კლუბმა ნამდვილად კარგი მეორე ტაიმი ჩაატარა,მათთმა თავკაცმა კარგად გამოიყანა ცვილებები და შეძლო ამ ცვილებების ხარჯზე თამაშში გარდატეხის შეტანა.ეხლა ჩვენ ძალიან დიდი ბრძოლა გველოდება ლონდონსი,"სტემფორდ ბრიჯზე",მაგრამ ჩვენი ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ შინ გამარჯვებულის სტატუსით დასაბრუნებლად."
დავიდ დე ხეა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ გუშინ FA თასის მეექვსე რაუნდში "მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერმა ჩაატარა ძალიან კარგი მატჩი,ასევე სერ ალექსმა აღნიშნა ის ფაქტი,რომ "წითელი ეშმაკები" სწორედ დავიდ დე ხეას ბრწყინვალე სეივმა გადაარჩინა ტურნირიდან გამოვარდნას.
"ჩვენმა მეკარემ გუშინ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.90 წუთი განმავლობაში დე ხეამ არაერთხელ შეძლოა "მანჩესტერ იუნაიტედის" გადარჩენა.ბოლო წუთებზე დე ხეას სეივი საოცარი იყო,რომლის წყალობითაც ჩვენ შევინარჩუნეთ ის ანგარიში,რა ანგარიშითაც დასრულდა შეხვედრა."
ლუიშ ნანი სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ ლუიშ ნანის ტრავმა არ არის სერიოზული და ის სულ მალე შეძლებს გუნდში დაბრუნებას.
"ნანიმ მიიღო მცირე დაზიანება და ვფიქრობ,რომ მის დაბრუნებას არ უნდა დაჭირდეს დიდი დრო,მაგრამ მას მაინც ჭირდება დრო,რომ მოიშუშოს ეს დაზიანება.ძალიან ცუდია,რომ გუშინ ნანიმ ნაადრევად დატოვა მოედანი,ვფიქრობ ის კარგ მატჩს ჩაატარებდა,რომ არა ტრავმა."