"მანჩესტერ იუნაიტედის" მეთაურმა ერიკ ტენ ჰაგმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის გუნდის მენეჯმენტს საკადრო ცვლილებებისკენ მოუწოდა.
"სეზონის დაწყებამდეც ცხადი იყო, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი ძლიერი ფეხბურთელები სჭირდებოდა. თუ ვინმე დაშავდა, მაშინ საჭიროა ექვივალენტური ჩანაცვლება.
მით უმეტეს, თუ გვინდა, რომ ოთხ ტურნირში წარმატებით ვიასპარეზოთ საჭიროა გუნდის გაძლიერება" , - იუწყება სპეციალისტის სიტყვებს Goal.com
"წითელი ეშმაკები" მომდევნო მატჩს "ბრენტფორდთან" გამართავენ. მატჩი დღეს, 5 აპრილს გაიმართება, მატჩის საწყისი თბილისის დროით 23:00 სთ-ზე.
27 მატჩის შემდეგ" წითელმა ეშმაკებმა" 50 ქულა დააგროვეს და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფებიან.
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.