"იუნაიტედთან" მატჩის წინ ბრენტფორდის მთავარმა მწვრთნელმა თომას ფრანკმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, რომლებმაც, რა თქმა უნდა, იგნორირება გაუკეთეს ერიკ ტენ ჰეგის გუნდთან აგვისტოს გამარჯვებას ანგარიშით 4:0.
"გვესმის და ვგრძნობთ, რომ ოთხშაბათს ძალიან რთული მატჩი გველის", - თქვა ფრანკმა პრესკონფერენციაზე. „ისინი დაფრინავენ და იბრძოლებენ ყველა ბურთისთვის, გამოიჩენენ წარმოუდგენელ მონდომებას და მათი გუნდის ოსტატობა უბრალოდ შემაშინებელია ყველასთვის, როცა უყურებ მათ გუნდში შეკრებილ მოთამაშეებს ისინი ფატასტიკურები არიან. დიახ, რთული იქნება მათთან თამაში, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვჯერა საკუთარი თავის და გვჯერა, რომ რაღაცის გაკეთება შეგვიძლია რათა ეს მატჩი მოვიგოთ“. "მათთან აგვისტოს მატჩი იყო საამაყო გამარჯვება ბრენტფორდის ისტორიაში. არ მინდა ამის დამალვა – ჩვენ ნამდვილად ძალიან ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ. ჩვენ პატივს ვცემთ მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიას და იმას, რაც მათ მიაღწიეს წლების განმავლობაში - ეს ყველაფერი კი უბრალოდ ხაზს უსვამს ჩვენი გამარჯვების მნიშვნელობას."
"მათ კლუბს ჰქონდა წარმოუდგენელი შედეგები ბოლო 30 წლის განმავლობაში, ყველას ახსოვს სერ ალექს ფერგიუსონის ოქროს ეპოქა, ამიტომ მათი დამარცხება ჩვენთვის დიდი საქმე და ძალიან დიდი სიამოვნებაა. თუმცა ეს მატჩი უკვე ისტორიაა, ჩვენ ამ თამაშიდან ვერაფერს გამოვიყენებთ, ასე, რომ ეს იქნება სრულიად განსხვავებული თამაში მათ წინააღმდეგ." - განაცხადა ფრანკმა.
სტატიები, ინტერვიუები, მატჩის წინ
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.