ორთვიანი პაუზის შემდეგ ერიკ ტენ ჰაგის შემადგენლობის მნიშვნელოვანი წევრი კრისტიან ერიკსენი სავარჯიშო სესიებს დაუბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელს აღნიშული პერიოდი ტერფის ტრავმის გამო გაუცდა, სამედიცინო პროცედურების გავლის შემდეგ მას უფლება მიეცა გუნდის სავარჯიშო სესიებში მონაწილეობა მიიღოს.
მიმდინარე სეზონში 31 წლის დანიელმა "წითელი ეშმაკების" 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, პირადი აქტივი კი 2 გოლით და 8 საგოლე გადაცემით შეავსო.
აღნიშნული ინფორმაცია ერიკ ტენ ჰაგმა Goal.com- თან საუბრისას დაადასტურა. "წითელი ეშმაკები" მიმდინარე სეზონში 50 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფებიან.
ახალი ამბები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.