ნიდერლანდელები თავის ყოფილ ფეხბურთელს არწმუნებენ იმაში, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულოს "მანჩესტერული" კარიერა და დაბრუნდეს მის ყოფილ კლუბში.
"აიაქსს" დონი ვან დე ბეეკის დაბრუნება სურს. ამის შესახებ Football Insider იუწყება, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს.
შეგახსენებთ, რომ დონი "ნისლიან ალბიონზე" 2020 წელს გადავიდა, შეიძლებ ითქვას, რომ ფეხბურთელის "მანჩესტერულმა" კარიერამ ფიასკო განიცადა.
გასულ წელს იყო ასევე იჯარა "ევერტონში". 2017 წლიდან დონი ჰოლანდიის ნაკრებში თამაშობდა, რომელშიც ცხრამეტი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ტრავმის გამო 2021 წლის ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა.
ამ სეზონში ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა მხოლოდ შვიდი მატჩი ჩაატარა.
სიახლეები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.