"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს სურს, რომ ამ ზაფხულს დიდი ცვლილებები განხორციელდეს გუნდში. მისი მიზანია მაქსიმალურად გაძლიერდეს "მანჩესტერი".
ამის განხორციელება შესაძლებელი იქნება იმ ფეხბურთელების გაყიდვით ვინც არ შედის ერიკის გეგმებში, და არსებული ფინანსებით საჭირო და სწორი ტრანსფერების განხორციელება.
Manchester Evening News-ის ცნობით, ჰოლანდიელი ჰარი მაგუაიერს, ბრენდონ უილიამსს, ენტონი მარსიალს და ალექს ტელესს ტრანსფერზე დააყენებს, რადგან ეს ფეხბურთელები არ შედიან მის გეგმებში.
"იუნაიტედი" სატრანსფერო ბაზარზე ძალიან არაეფექტური იყო წლების განმავლობაში, ხარჯავდა უზარმაზარ ფულს კონტრაქტებზე, ხოლო ფეხბურთელების გაყიდვიდან ძალიან ცოტას იღებდა უკან. მათ შარშან მხოლოდ 11,6 მილიონი ფუნტი გამოიმუშავეს ანდრეას პერეირას და ტაჰიტ ჩონგის გაყიდვით, ხოლო 213 მილიონი ფუნტი დახარჯეს ახალ ფეხბურთელებზე, როგორებიც არიან ანტონი, კაზემირო და ლისანდრო მარტინესი.
აქედან გამომდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის გუნდმა ვერ შეძლო ფორვარდის ყიდვა და იძულებული გახდა ვერგჰორსტის იჯარაზე დათანხმებულიყო.
ტენ ჰაგისთვის პრიორიტეტი ახალი თავდამსხმელის შეძენაა და როგორც ამბობენ, ჰარი კეინს უპირატესობას ანიჭებს, აგრეთვე ის ინარჩუნებს ინტერესს ფრენკი დე იონგის მიმართ.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.