თბილისი:
მანჩესტერი:
3-04-2023, 22:38
ავტორი: Saka,
ნანახია: 685,
კომენტარები: 6
ტენ ჰაგი ფეხბურთელებს აკრიტიკებს
ერიკი ძალიან უკმაყოფილოა.
ტენ ჰაგი ფეხბურთელებს აკრიტიკებს
ერიკ ტენ ჰეგი უკმაყოფილო არის "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებით, რადგან მისი აზრით, ისინი საკმარისად არ იყვნენ გაბრაზებულები გუშინდელი განცდილი მარცხის შემდეგ "ნიუკასლთან".

"წითელი ეშმაკები" ჯო უილოკისა და კალუმ უილსონის გოლებით დამარცხდნენ "კაჭკაჭებთან" ანგარიშით 2-0.

ჰოლანდიელი მწვრთნელი უკმაყოფილოა თავისი ფეხბურთელების სხეულის ენით, რადგან გრძნობდა, რომ ოპონენტები მოედანზე მის მოთამაშეებზე უფრო გაბრაზებულნი ჩანდნენ, რაც მათ გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

BBC Radio 5Live-თან საუბრისას ტენ ჰაგმა თქვა: "გასახდელში თამაშის შემდეგ ვთქვი: არ შეიძლება მეტოქე ჩვენზე გაბრაზებული იყოს".

"მანჩესტერ იუნაიტედი" წაგების შემდეგ მეოთხე პოზიციაზე ჩამოქვეითდა და ახლა ისინი 50 ქულით არიან გათანაბრებული მესამე ადგილზე გასულ "ნიუკასლთან".მათ მჭიდროდ მოსდევს "ტოტენჰემი", რომელიც ორ გუნდს ერთი ქულით ჩამორჩება და მტკიცედ დგას რბოლაში საუკეთესო ოთხ გუნდს შორის ადგილის დასაკავებლად.

ტენ ჰააგის გუნდი მომდევნო მატჩს პრემიერლიგაში გამართავს "ბრენტფორდის" წინააღმდეგ ოლდ ტრაფორდზე, აღნიშნილი დაპირისპირება 5 აპრილს შედგება.
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Kate
4 აპრილი 2023 07:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
და საკუთარ ქმედებებს ?
0
№2
ავტორი: Mishiko82
4 აპრილი 2023 10:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 605
არაა მოკლედ ჩვენი საშველი, ოთხეულში უეჭველი უნდა ჩავამთავროდ სეზონი თორემ ვერცეთ სერიოზულ ტრანსფერს ვერ განვახორციელებთ.
0
№3
ავტორი: dybbuk
4 აპრილი 2023 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1559
ერთადერთი ვერჰოსტის სასტავში ყოფნას ვერ ვხვდები, ტიპი ვერც თავს იგებს, ვერც ბურთს იჩერებს, ვერანაირ ორთაბრძოლას ვერ იგებს, გოლის გატანაზე აღარ მაქვს საუბარი(რაც პირდაპირი მისი მოვალეობაა). გასვლაზე ერთი ბარსასთან ვითამაშეთ დასტოინად, დალშე ყველა პრინციპულმა გუნდმა გადაგვიარა, ეს ძაან დიდი პრობლემაა
0
№4
ავტორი: ikeoni
4 აპრილი 2023 12:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
eriqseni da kaze dagvaklda saswaulad
0
№5
ავტორი: dzia_David
4 აპრილი 2023 20:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ციტატა: dybbuk
ერთადერთი ვერჰოსტის სასტავში ყოფნას ვერ ვხვდები, ტიპი ვერც თავს იგებს, ვერც ბურთს იჩერებს, ვერანაირ ორთაბრძოლას ვერ იგებს, გოლის გატანაზე აღარ მაქვს საუბარი(რაც პირდაპირი მისი მოვალეობაა). გასვლაზე ერთი ბარსასთან ვითამაშეთ დასტოინად, დალშე ყველა პრინციპულმა გუნდმა გადაგვიარა, ეს ძაან დიდი პრობლემაა


რას უნდა მიხვდე ძმა, კაც ნაკლულები ვთამაშობთ ყოველთვის როცა ეგ ძირითადშია. კარგად აპრესინგებსოო
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
11 აპრილი 2023 17:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
მართლა უღიმღამოდ ითამაშეა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top