ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა დონი ვან დე ბეკმა, რომლის კონტრაქტიც "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკუთვნის, შესაძლოა კარიერა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.
წყაროს ცნობით, ნახევარმცველის მომსახურებით მილანის "ინტერი" არის დაინტერესებული.
"ნერაძურის" მენტორი სიმონე ინძაგი პირადად დაინტერესებულია ვან დე ბეკის კლუბში მიწვევით. სპეციალისტი განიხილავს თავის კანდიდატურას მარსელო ბროზოვიჩის შემცვლელად, თუ ხორვატი ზაფხულში გუნდს შეიცვლის რა თქმა უნდა.
ვან დე ბეკი "იუნაიტედში" 2020 წლის სექტემბრიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი 2025 წლამდეა გათვლილი და ტრანსფერის ღირებულება 17 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.