ალვარო ფერნანდესი იდეალური იჯარით სარგებლობს "პრესტონ ნორთ-ენდში", რადგან ის ცდილობს შეიძინოს უფრო და უფრო მეტი გამოცდილება ინგლისურ ფეხბურთში.
ესპანელმა მცველმა 34-ჯერ ითამაშა ყველა ტურნირზე გუნდისთვის, რომელიც ამჟამად მე-12 ადგილზეა და ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ ამ სეზონის პლეი-ოფში მოხვდება.
ალვარო, რომელიც გასულ კვირას 20 წლის გახდა, ამბობს, რომ მან ბევრი რამ ისწავლა "ნორთ ენდში" გატარებული პერიოდიდან და მოხარულია, რომ აქვს შესაძლებლობა ითამაშოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე რთულ ჩემპიონატში.
"სეზონი სწრაფად გავიდა. ბოლო თვეებში ვართ, რვა თამაში დარჩა, მაგრამ ეს ძალიან კარგია. ბედნიერი ვარ და ვიღებ დიდ გამოცდილებას. მე წუთებს ვიღებ და ეს არის ის, რაც მინდოდა, როდესაც აქ მოვედი, ასე რომ, ეს შესანიშნავია.
ჩვენ გვაქვს შვიდი თამაში ერთ თვეში, აპრილში, ამიტომ მომწონს, როდესაც ორი თამაში სწრაფად მოდის.
უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ. იმედია, კიდევ რამდენჯერმე ვითამაშებ, რის შემდეგაც შემეძლება იმის თქმა, რომ ჩემპიონატში პირველ წელს 40 თამაში შევძელი მონაწილეობის მოღება.
კარგი გამოწვევაა გუნდისთვის და ჩემთვისაც, გვინდა პლეი-ოფში გავიდეთ.
ფერნანდესი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2020 წელს გადავიდა 17 წლის ასაკში, ის ყველანაირად ცდილობდა საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინა კლუბში.
"თავიდან, როცა ინგლისში ჩამოვედი, ინგლისელების ერთ-ერთ ოჯახთან ერთად ვიყავი. მათთან ძალიან კარგი იყო, ისინი დამეხმარნენ ინგლისურად საუბრის დაწყებაში. ყოველთვის უნდა ისწავლო რაღაც ახალი, მაგრამ ახლა მე შემიძლია იმაზე უკეთ ვისაუბრო!
პირველ წელს მხოლოდ შობის დღესასწაულზე ან ზაფხულში შემეძლო დაბრუნება, ამიტომ რთული იყო ახალ ადგილას და ახალ კულტურასთან ადაპტირება, ასევე ახალ საფეხბურთო გუნდთან ერთად. რთული იყო, მაგრამ ინგლისში ხალხი ყოველთვის კარგად იყვნენ განწყობილები ჩემს მიმართ.
ყოველთვის იყო ჩემი ოცნება მეთამაშა პრემიერლიგაში, კერძოდ კი "მანჩესტერ იუნაიტედში" რომელიც უდიდესი კლუბია როგორც ინგლისში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე", -ამბობს ახალგაზრდა ფეხბურთელი.
ინტერვიუები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.