იულიენ ნაგელსმანის გათავისუფლების შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნის" თავკაცი ტომას ტუხელი გახდა. დააბრუნებს თუ დატოვებს ტუხელი საბიცერს "იუნაიტედში"?
არც ისე დიდი ხნის წინ, უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნახევარმცველმა მარსელ საბიცერმა "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა გადაწყვიტა, ყოველ შემთხვევაში ის იმედოვნებს, რომ კლუბი მას მიუნხენის "ბაიერნიდან" გამოისყიდის, რომელმაც ავსტრიელი ფეხბურთელი იჯარით მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაუშვა.
მოკლე დროში საბიცერმა პირველი გოლიც კი გაიტანა ინგლისურ კლუბში და როგორც წესი თავს ბედნიერად გრძნობს ტენ ჰაგის შემადგენლობაში.
თუმცა მის გეგმებზე შეტევას "ბაიერნის" ახალი მწვრთნელი გეგმავს, გერმანელმა სპეციალისტმა ტუხელმა გადაწყვიტა საბიცერი "ბუნდესლიგაში" დააბრუნოს",- აღნიშნულზე The Sun- ის საინფორმაციო ფურცლები წერენ.
სიახლეები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.