გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ჰარი კეინის ალტერნატივად რასმუს ჰოილუნდსა და რენდალ კოლო მუანს აყენებს თავდამსხმელების ძებნაში.
მოსალოდნელია, რომ "წითელი ეშმაკები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებენ სოლიდური თანხა დახარჯონ და შეიძინონ შესაბამისი დონის ფორვარდი, ვინც დააკმაყოფილებს გუნდის დონეს.
მარსიალს გაუთავებელი ტრამვები აწუხებს, ვერგჰორსტი კი აშკარად ვერ აკმაყოფილებს იმ დონეს, რაც "მანჩესტერს" სჭირდება. შესაბამისად ორი ვარიანტი, ვისთვისაც "ეშმაკები" იბრძოლებენ იქნებიან ჰარი კეინი და ვიქტორ ოსიმენი.
"იუნაიტედმა" იცის, რომ კეინის ტრანსფერი რთული განსახორციელებელი იქნება, ხოლო კოლო მუანის ტრანსფერის განხორციელება შედარებით იოლი იქნება. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრმა კოლო მუანმა, რომელიც მხოლოდ 24 წლისაა, ამ სეზონში "ფრანქფურტის აინტრახტის" შემადგენლობაში 16 გოლის გატანა მოახერხა.
დანიელი ვარსკვლავი ჰოილუნდი, რომელიც ჯერ მხოლოდ 20 წლისაა ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე, მან სადებიუტო მატჩში ფინეთთან ჰეთ-ტრიკის შესრულება შეძლო. ჰოილუნდს კონტრაქტი თავის გუნდთან 2027 წლამდე აკავშირებს, ისევე როგორც კოლო მუანის.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ინფორმირებულია უკვე იმაზე, რომ ჰოილუნდით სხვა ევროპული კლუბები გამოხატავენ ინტერესს, მათ შორის არიან ლონდონის "ჩელსი" და მიუნხენის "ბაიერნი".
თუმცა გუნდი იმედოვნებს რომ უპირატესობა აქვს ამ ორ კლუბთან მიმართებაში, რადგანაც დანიელი ფეხბურთელი "იუნაიტედის" გულშემატკივარი გახლავთ.
ჭორები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.