შესანიშნავ ფორმაში მყოფი მარკუს რეშფორდი "მანჩესტერ იუნაიტედის' გულშემატკივრების გულის გახარებას მიმდინარე სეზონში ორმაგი დატვირთვითა და შედეგიანობით ახერხებს.
კლუბის შემადგენლობაში ჩარიცხვის შემდეგ ინგლისელმა დამრტყმელმა ძალამ საერთო ჯამში 120 გოლს მოუყარა თავი რაც მის ასაკში შესანიშნავი შედეგია.
იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელი ერიკ ტენ ჰაგის გუნდს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ დატოვებს და მინიმუმ ამ ფორმას შეინარჩუნებს, მას აქვს შანსი რამოდენიმე სეზონში უეინ რუნის რეკორდიც მოხსნას.
შეგახსენებთ, რომ რუნი კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია 253 გატანილი გოლით და ამასთანავე დავძენ იმასაც, რომ რუნის მარკუსის ირგვლივ ეს მოცემულობა ძალიან ახარებს, მას სურს რომ რაშფორდმა მისი რეკორდი მიისაკუთროს.
"მე არ ვარ ისეთი ფეხბურთელი, რომელიც რეკორდებზე ზის და იმედოვნებს, რომ მათ ვერავინ მოხსნის. იმედი მაქვს, რაშფორდი ამას გააკეთებს და ჩემს რეკორდს მიისაკუთრებს, ის "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის ბიჭია. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი ამბავი იქნება", - განუცხადა რუნიმ CNN-ს.
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.