The sun-ის ინფორმაციით "ბრაიტონი" ახალ კონტრაქტს უფორმებს ახალგაზრდა ფორვარდს ევან ფერგიუსონს, პრემიერლიგის დიდი ექვსეულის ინტერესის ფონზე.
18 წლის თავდამსხმელმა სენსაციური სეზონი ჩაატარა, მიუხედავად იმისა რომ პროფესიონალურ კონტრაქტზე თანხმობა მხოლოდ ოქტომბერში განაცხადა, "თოლიები" ყველანაირად ცდილობენ ახალი პირობების მოზადებას, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ინტერესი.
"ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" ფერგიუსონის მიმართ ინტერეს ჯერ კიდევ იმ დროს იჩენდნენ როდესაც იგი ირლანდიის ჩემპიონატში ასპარეზობდა, კერძოდ, "ბოჰემიანსში".
მათი ინტერესი რასაკვირველია განახლდა, რადგან "სტრაიკერმა" 7 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის მითვლა შეძლო საკუთარ ანგარიშზე "ბრაიტონის" შემადგენლობაში.
ტრანსფერები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.