მისი პირველი გამოჩენა "კარაბაო თასის" მეოთხეფინალში მოხდა "ჩარლტონ ატლეტიკის" წინააღმდეგ მატჩში. აგრეთვე პელისტრიმ შანსი მიიღო ევროპა ლიგის მერვედფინალში "ბეტისის" წინააღმეგ განმეორებით დაპირისპირებაში.
ფეხბურთელმა მიიღო ასევე შანსი ეროვნულ ნაკრებშიც, სადაც ურუგვაი იაპონიას დაუპირისპირდა, აღნიშნული მატჩი კი ფრედ 0-0 დასრულდა.
ეროვნულ ნაკრებთან ყოფნისას, ფაკუნდომ ინტერვიუ მისცა ESPN-ს და თქვა, რომ ტკბება თავისი მოგზაურობით, როგორც "წითელი" და იმედოვნებს, რომ შემდგომ პროგრესს მიაღწევს სეზონის დასრულებამდე.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ბოლო პერიოდში მომეცა რამდენჯერმე შანსი თავის გამოჩენის, ყოველივე ამის დამსახურებით მე მოტივირებული ვარ როგორც ვარჯიშებზე, ასევე ყოველდღიურად.
ვიმედოვნებ ამ გზას გავყვები, გავაგრძელებ პროგრესს და სეზონის ბოლოს ყველა შესაძლო ტიტულს აღვმართავ ჩემს გუნდთან ერთად.
მე ვგრძნობ მხარდაჭერას ურუგვაელებისგან, აგრეთვე "მანჩესტერში" მცხოვრები ხალხისგან, რომლებიც გვერდში მიდგანან და მოტივაციას მაძლევენ, აქედან გამომდინარე ვცდილობ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენო და გავამართლო მათი იმედები",- აცხადებს დასასრულს ფაკუნდო
პელისტრი იმედოვნებს, რომ იგი შანს მიიღებს "ნიუკასლთან" დაპირისპირებაში, რომელიც გაიმართება კვირას "ჯეიმს პარკის" სტადიონზე.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.