დამსახურებული ჯილდო, ჯილდო რომელიც მხოლოდ ერთეულების ხვედრია, სერ ალექს ფერგიუსონი ინგლისის პრემიერ ლიგის დიდების დარბზის წევრი გახდა.
აღნიშნულს "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელი დამრიგებელი ერიკ ტენ ჰაგი გამოეხმაურა რომელმაც კლუბის ყოფილი ბოსის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"ფერგიუსონი მსოფლიო ფეხბურთის ყველა საუკეთესო მწვრთნელისთვის საორიენტაციო ნიშანია. მან აჩვენა, თუ როგორ უნდა ააშენოთ და მართოთ წარმატებული გუნდი.
სერ ალექსმა "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის ტიტული 13-ჯერ მოაგებინა. ეს არის უზარმაზარი წარმატება, რომელსაც ვერავინ გაიმეორებს", - წერს ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს Daily Mail ტაბლოიდი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში ფერგიუსონის გარდა ლონდონის "არსენალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერიც მოხვდა.
ინტერვიუები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.