მისი ამჟამინდელი კლუბის საუკეთესო ბომბარდირი, ასევე ინგლისის ეროვნული ნაკრების საუკეთესო მეგოლე გატანილი გოლების რაოდენობით - ეს ჰარი კეინია რომლის შეძენასაც ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურად ეცდება.
Daily Star-ის ცნობით, კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ არნოლდმა გამოყო თანხა რომელიც მის შეძენას მოხმარდება, ეს თანხა კი 100 მილიონ ევროს შეადგენს.
დათანხმდება თუ არა ლონდონური კლუბი ამ შემოთავაზებას, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
შეგახსენებთ, რომ კეინი "ტოტენჰემში" 2011 წლიდან თამაშობს, კლუბთან ერთად კი ტიტულები არასდროს მოუგია.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.